ინტერდისციპლინური განათლება
სამართლის, კომპიუტერული მეცნიერების, IT-ისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრების გაერთიანება ერთობლივი კურსების, სემინარების, სტუდენტური პროექტებისა და ფაკულტეტთაშორისი ინიციატივების მეშვეობით



Launched within the framework of the UCBP, with the support of the U.S. Embassy Tbilisi.
ლაბის სტატუსი: აქტიური4 პროექტები8 მიმართულება2 პარტნიორი ინსტიტუცია1 კურსი ამოქმედდა
ინტერდისციპლინური ლაბორატორია სამართლის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესისთვის
LegalTech Lab არის საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული ინიციატივა, სადაც სამართლის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ბიზნესის ფაკულტეტები ერთსა და იმავე ამოცანაზე მუშაობენ - იურიდიული პროცესების, მართლმსაჯულების სისტემებისა და ორგანიზაციული სამუშაო პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე.
LegalTech Lab არის საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული ინიციატივა, სადაც სამართლის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებები ერთსა და იმავე ამოცანებზე მუშაობენ – იურიდიული პროცესებისა და ორგანიზაციული სამუშაო სისტემების ციფრულ ტრანსფორმაციაზე
ლაბი მუშაობს რვა ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებაზე - მ.შ. ინტერდისციპლინურ სწავლებაზე, გამოყენებით კვლევებზე და კლინიკურ იმპლემენტაზე
სამართლის, კომპიუტერული მეცნიერების, IT-ისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრების გაერთიანება ერთობლივი კურსების, სემინარების, სტუდენტური პროექტებისა და ფაკულტეტთაშორისი ინიციატივების მეშვეობით
პლატფორმის შექმნა უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობებისა და სხვა ინიციატივების მეშვეობით
აკადემიური სწავლების დაკავშირება რეალურ კორპორაციულ პროცესებთან პრაქტიკული პროექტების, ექსპერიმენტებისა და ლიგალტექ პროტოტიპების შემუშავების გზით
იურისტებისა და მკვლევრების პრაქტიკული ლიგალტექ უნარების განვითარება, მათ შორის ტექნოლოგიური წიგნიერება იურისტებისთვის და სამართლებრივი წიგნიერება ტექნიკური სპეციალისტებისთვის
კვლევების მხარდაჭერა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სამართლებრივი ინჟინერია, სამართლებრივი ოპერაციები, ხელოვნური ინტელექტი სამართლებრივ პრაქტიკაში და გამომთვლელი სამართალი
ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენების ხელშეწყობა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, მონაცემთა დაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და პროფესიული ეთიკის კუთხით
კვლევების, საგანმანათლებლო მასალების, პრაქტიკული სახელმძღვანელოების, სამუშაო პროცესების დოკუმენტაციისა და შემთხვევის კვლევების გამოქვეყნება
უნივერსიტეტებთან, პრაქტიკოსებთან, ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან მუშაობა პრაქტიკული გამოწვევების გამოვლენისა და სამართლებრივი და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით მათი მოგვარებისთვის
კურსები, სასწავლო ინფრასტრუქტურა და კვლევითი რეპოზიტორიები, შექმნილი პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ფაკულტეტებთან ერთად
ყველა პროექტი
2025 წელს ამოქმედებული სამაგისტრო კურსი, რომელიც სამართლის სტუდენტებს ტექნოლოგიების პრაქტიკულ ცოდნას აძლევს და აფასებს მათ არა ესეების წერით, არამედ ხელსაწყოების აგებით

პირველი ბლოკჩეინ სიმულატორი ქართულ იურიდიულ განათლებაში: სტუდენტები კითხვის ნაცვლად თავად ასრულებენ და აკვირდებიან სიმულირებულ სმარტ-კონტრაქტ ტრანზაქციებს.

საკურსო ნამუშევრები, სადაც სტუდენტები აგებენ დოკუმენტების ასამბლირების მოქმედ ხელსაწყოებს - ლოგიკური ხეები, პირობითი ლოგიკა, მუხლების ბიბლიოთეკა და რისკის ინდიკატორები - იმ კონტრაქტებისთვის, რომლებსაც რეალურად შეადგენენ.

სტუდენტები სისტემატიზირებენ არა-ამერიკულ AI სასამართლო პრაქტიკას - დიპფეიკები, საავტორო უფლებები, შრომითი დავები, ადვოკატის საიდუმლოება - სამართლებრივი საკითხების მიხედვით და მუშაობენ სასამართლოებისა და პრაქტიკოსებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოზე.
ინტერაქტიული სასწავლო ინსტრუმენტები, რომლებსაც ლექციებზე ვიყენებთ. გახსენით, ჩაასწორეთ და გატესტეთ, თუ რას აკეთებს მექანიზმი სინამდვილეში.
ყველა ინსტრუმენტიააგეთ ჯაჭვი, შეცვალეთ ერთი ბლოკი და დაინახეთ, როგორ კარგავს ძალას ყველაფერი, რაც მას მოჰყვება. მექანიზმი ჩანს და არა მხოლოდ აღწერილია.
მოაწერეთ ხელი შეტყობინებას, შეამოწმეთ ხელმოწერა, შემდეგ შეცვალეთ ერთი სიმბოლო და დაინახეთ, როგორ ვერ გაივლის შემოწმებას. რას ადასტურებს ხელმოწერა - ნაჩვენები და არა ნათქვამი.
სტუდენტები ხელშეკრულებას გარდაქმნიან შესრულებად ლოგიკად: ლოგიკური ხე, პირობითი განშტოებები, ვალიდაციის წესები, მუხლების ბიბლიოთეკა და რისკის ინდიკატორები. ხელშეკრულების იმდენად ცალსახად ჩამოყალიბება, რომ მანქანამ ააწყოს, სამართლებრივი ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი სავარჯიშოა.
ეს არის სტუდენტების მიერ შექმნილი ლოგიკის საილუსტრაციო მაგალითი და არა სისტემის რეალურ დროში გამომუშავებული მონაცემი.
სიახლეები
პარტნიორის სტატია აღწერს, როგორ შეიქმნა ლაბი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და Document.ge-ის თანამშრომლობით „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში და რა ინსტრუმენტებს სთავაზობს ის სამართლის სტუდენტებს.
ლაბს ახლა აქვს საჯარო სივრცე დებულებისთვის, პროექტებისთვის, პუბლიკაციებისა და სიახლეებისთვის - და ღია მოწვევა პარტნიორი ინსტიტუციებისთვის.
ერთკვირიანი ვორკშოპები მოწვეულ აკადემიურ პერსონალთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ტექნოლოგიების იურიდიულ განათლებაში ინტეგრირებისა და ინტერდისციპლინური პროგრამების შექმნის შესახებ.
ბლოგი
The director of the European AI Office has described a supervisory practice that asks more of providers than the enforceable text alone requires.
The Third Circuit has affirmed that ROSS Intelligence infringed copyright by using 2,243 Westlaw headnotes to train its AI legal search engine, and that the use…
The AI Board met on 17 September 2026 and placed market surveillance, conformity assessment and the transparency duties in force since 2 August at the centre…
ლაბი ფუნქციონირებს როგორც ღია, ინსტიტუციათაშორისი კონსორციუმი. პარტნიორობა ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმების, თანამშრომლობის შეთანხმებებისა და კლინიკური მასპინძლობის ხელშეკრულებების საფუძველზე.
მივესალმებით პარტნიორ უნივერსიტეტებს, ფაკულტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს, იურიდიულ კლინიკებს, ფირმებსა და საჯარო უწყებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერთობლივი სწავლებით, კვლევით ან ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული სტუდენტური პროექტებით.